იურიდიული მომსახურება და ბიზნესკონსულტაცია

თქვენი ბიზნესის იურიდიული პარტნიორი

სრული იურიდიული მხარდაჭერა თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის

ყველა მომსახურება

შპს-ის რეგისტრაცია
და კორპორაციული საკითხები

შპს-ის დაფუძნებისა და კომპანიის საქმიანობაში ცვლილებებისთვის ვამზადებთ საჭირო დოკუმენტებს.

  • წესდება და დაფუძნების დოკუმენტები
  • პარტნიორთა შეთანხმება და წილის გადაცემის პირობები
  • მართვის ორგანოთა გადაწყვეტილებები და სარეგისტრაციო ცვლილებები

საჯარო რეესტრი
და ადმინისტრაციული საკითხები

ვსწავლობთ უწყების გადაწყვეტილებას, ვადგენთ საჭირო დოკუმენტებსა და რეაგირების შესაძლო გზებს.

  • განცხადებები, საჩივრები და თანმხლები დოკუმენტები
  • სარეგისტრაციო ხარვეზის გამოსასწორებელი დოკუმენტები
  • უწყებაში წარმომადგენლობა და გადაწყვეტილების გასაჩივრება

რეესტრში ხარვეზის გამოსწორებათუ რეგისტრაცია შეგიჩერდათ, გადაწყვეტილების მიხედვით ვადგენთ, რა უნდა გასწორდეს ან დაემატოს წარდგენილ დოკუმენტებს.

დავები, ყადაღა
და წარმომადგენლობა

ვსწავლობთ დავის გარემოებებსა და დოკუმენტებს, ვამზადებთ სამართლებრივ პოზიციას და წარმოვადგენთ თქვენს ინტერესებს.

  • მოთხოვნისა და პასუხის მომზადება
  • მოლაპარაკება და მორიგების პირობები
  • საპროცესო დოკუმენტები და სასამართლოში წარმომადგენლობა

ყადაღასთან დაკავშირებული დახმარებავსწავლობთ ყადაღის საფუძველსა და საქმის დოკუმენტებს, ვაფასებთ გასაჩივრების ან შეზღუდვის შეცვლის შესაძლებლობას.

ხელშეკრულებები
და გარიგებები

ვამზადებთ და ვამოწმებთ ხელშეკრულებებს, რათა ხელმოწერამდე ნათელი იყოს მხარეთა ვალდებულებები და რისკები.

  • ხელშეკრულების მომზადება ან არსებული ტექსტის გადამუშავება
  • გადახდის, შესრულების, პასუხისმგებლობისა და შეწყვეტის პირობები
  • მოლაპარაკება შესათანხმებელ პირობებზე

უძრავი ქონება

ვამოწმებთ ქონების სამართლებრივ მდგომარეობას და ვამზადებთ გარიგებისა თუ რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებს.

  • ნასყიდობის, ჩუქებისა და იჯარის ხელშეკრულებები
  • საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებული შეზღუდვების შემოწმება
  • საკუთრების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება
  • საჯარო რეესტრის ხარვეზების გამოსწორებაში დახმარება

ბინადრობა
და შრომის უფლება

ვეხმარებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და დამსაქმებლებს ბინადრობისა და საქართველოში დასაქმებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებაში.

  • ბინადრობის ნებართვის მიღებასა და გაგრძელებაში დახმარება
  • შრომის უფლების მისაღებად საჭირო დოკუმენტების მომზადება
  • დამსაქმებლის დახმარება უცხო ქვეყნის მოქალაქის სამსახურში აყვანის პროცედურებში
  • უცხო ქვეყნის მოქალაქესთან შრომითი ხელშეკრულების მომზადება

ერთი დოკუმენტი, კონკრეტული საქმე ან ბიზნესის მიმდინარე იურიდიული მხარდაჭერა — სამუშაოს მოცულობას თქვენს საჭიროებას მოვარგებთ.

თანამშრომლობის წესი

  1. გვაცნობთ საკითხს

    ვაზუსტებთ გარემოებებს, მნიშვნელოვან ვადებსა და საჭირო დოკუმენტებს.

  2. ვთანხმდებით სამუშაოსა და საფასურზე

    წინასწარ განვსაზღვრავთ სამუშაოს მოცულობას, მომსახურების საფასურსა და ვადას. დამატებით ხარჯებს ცალკე განვიხილავთ.

  3. ვასრულებთ შეთანხმებულ სამუშაოს

    ვამზადებთ დოკუმენტებს, წარმოვადგენთ თქვენს ინტერესებს და გაცნობებთ სამუშაოს მიმდინარეობას.

კითხვები
და პასუხები

რა ჯდება მომსახურება?

საფასური სამუშაოს მოცულობასა და სირთულეზეა დამოკიდებული. იურიდიული მომსახურების საფასურს, სახელმწიფო მოსაკრებელსა და სხვა საჭირო ხარჯებს ცალ-ცალკე ვათანხმებთ.

რა უნდა მოვამზადო?

საკითხის მოკლე აღწერა, სასურველი შედეგი, მნიშვნელოვანი ვადა და არსებული დოკუმენტები. თუ საქმე გადაწყვეტილებას ეხება, მოამზადეთ მისი სრული ტექსტი და ჩაბარების თარიღი.

რამდენ ხანში შესრულდება სამუშაო?

ჩვენი სამუშაოს ვადას დოკუმენტებისა და დავალების შეფასების შემდეგ ვათანხმებთ. სასამართლოსა და საჯარო უწყების პროცედურების ხანგრძლივობას ცალკე ვითვალისწინებთ.